Monday, December 10, 2012

ვალენტინობა


14 თებერვალი, ვალენტინობა


  • 13
     
  •  

ვალენტინის დღის აღნიშვნა სათავეს იღებს ძველი რომიდან
ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი [სწორედ მისი მეტსახელი იყო - ლუპერკი] ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. მაშინაც კი როდესაც ქრსიტიანობა ცნეს კიდევ დიდხანს აღნიშნავდნენ იმ ადგილას, სადაც ლეგენდის თანახმად მგელმა გამოკვება რომის დამაარსებლები რომულა და რემა მიდიოდნენ ამ წმინდა ადგილას და აღასრულებდნენ წესებს ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia – ს დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს მოსდევდნენ და ცემდნენ. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ, ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო, საგანგაშო იმდენად, რომ ქალები ასეთ აღვირახსნილ დღეს ყოველივეს ითმენდნენ, რადგან ოჯახები, რომლებსაც არ ყავდათ შვილები ან ცოტა შვილი ყავდათ დაწყვევლილებად ითვლებოდნენ. დღესასწაულის ბოლოდ კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ.
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა. და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი მიიჩნევდა ამ დღეს სიყვარულის დღედ.
წმინდა ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს

წმინდა ვალენტინის დღის მისალოცი ბარათი, 1910 წელი
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს” ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს
მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

სიყვარულის დღე მსოფლიოს იპყრობს

14 თებერვალი მსოფლიო მასშტაბით შეყვარებული წყვილებისა და სიყვარულის დღედ მოიხსენება. დაზუსტებით არავინ იცის სად აიღო სათავე ამ დღესასწაულმა და როგორ გაჩნდა იგი, თუმცა ბევრი ვერსიები არსებობს ამის შესახებ.
მთავარი ამ დღესასწაულში მაინც ისტორია კი არა, აღნიშვნა და კიდევ ერთი მიზეზია ძვირფასი ადამიანისათვის სიხარულის მისანიჭებლად.
თაიგული
სხვადასხვა ქვეყნებში სიყვარულის ”აღნიშვნის” ტრადიცია სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა, მოდით რამოდენიმე ასეთი საინტერესო წეს-ჩვეულება განვიხილოთ.

♥ იაპონია ♥

იაპონიაში ვალენტინობის დღესასწაულს მხოლოდ მამაკაცებს ულოცავენ. ქალები ცდილობენ რაც შეიძლება საინტერესო საჩუქარი და სიურპირიზი მოამზადონ საყვარელი კაცებისათვის.  ძირითადი საჩუქარი ამ დღეს შოკოლადის ფიგურები აქვთ წმინდა ვალენტინის გამოსახულებით.  ითვლება რომ მხოლოდ ამ დღეს შეუძლია ქალს გამოუტყდეს მამაკაცს სიყვარულში ისე, რომ არ ავნოს საკუთარ რეპუტაციას.
ზუსტად ერთი თვის თავზე ანუ 14 მარტს იაპონელი მამაკაცები ”ვალს აბრუნებენ”. ისინი ულოცავენ ქალებს სიყვარულის დღეს , უკეთებენ საჩუქრებს და ცდილობენ ასიამოვნონ მათ.

♥ ინგლისი ♥

არც ისე დიდი ხანია რაც ინგლისში ახლებული ტრადიცია ჩამოყალიბდა. ყოველ ვალენტინობას მეგობრების წრეში ლამაზ ბარათებზე წერენ ერთმანეთის სახელებს , შემდეგ ამ ბარათებს ათავსებენ ყუთში და მორიგეობით იღებენ. ის ვინც შეხვდებათ მთელი წელი მათი ”ვალენტინი” ან ”ვალენტინა” იქნება,ისინი კი სულ უნდა ეცადონ ასიამოვნონ და ლამაზი სუვენირები აჩუქონ. ამით იხანგრძლივებენ დღესასწაულით ტკბობას და მთელს წელს საინტერესოდ ატარებენ.
ვალენტინობის ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ხის პატარა კოვზებია, სხვადასხვანაირი ორნამენტებით – მათ სიყვარულის კოვზებს უწოდებენ.

♥ ამერიკა ♥

19 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში შაქარი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი საჩუქარი მარციპანის ფიგურები გალხდათ. ამ ფიგურებსა და სხვა სახის კამფეტებს აუცილებლად გულის ფორმის ყუთში ალაგებდნენ. ვალენტინობის დღის ფერები თეთრი და წითელი გახლდათ (ვნების სიძლიერისა და წრფელი სიყვარულის ნიშნად).
დღესდღეობით ამერიკაში ვალენტინობის აღნიშვნის ტრადიცია დამოკიდებულია შტატზე. თუ წყვილი ატლანტასა და ნიუ იორკში ხვდება, მაშინ გოგოს შეუძლია პირველმა გაუკეთოს ბიჭს ქორწინების შეთავაზება და ამ დროს კაცის მხრიდან უარი დაუშვებელია.

♥ გერმანია ♥

გერმანელებს სიყვარულისადმი ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვთ – ისინი თვლიან სიყვარულს მსუბუქ სიგიჟედ, ამიტომ ამ დღეს წითელი ლენტებითა და ბუშტებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს რთავენ, ეკლესიაში კი სპეციალური ღვთისმსახურება აღევლინება.

♥ საფრანგეთი ♥

ფრანგებთან ვალენტინობის დღესასწაულზე მხოლოდ ძვირფასი სამკაულები ითვლება სრულფასოვან საჩუქრად , ამასთანავე მათი მოგონილია მისალოცი ბარათებით 4 ტაეპიანი ლექსების მიძღვნაც.

♥ დანია ♥

დანიელები მეტად რომანტიული და თბილი ხალხია, ამიტომ მათთან საუკეთესო საჩუქრად საკუთარი ხელით გაკეთებული თაიგული ითვლება, რომელიც მანამდე სპეციალური ხერხით არის გამხმარი და შეკრული.

♥ იტალია ♥

იტალიელები თვლიან რომ ამ დღეს საუკეთესო საჩუქარი ტკბილეულობაა და ვალენტინობას ”ტკბილ დღეს”-აც უწოდებენ.  ასევე მათთვის მნიშვნელოვანია ვარდისფერ კონვერტში მოთავსებული სასიყვარულო წერილების გაგზავნა ფოსტით.
ტრადიციული სასაჩუქრე ყუთი
მიუხედავად იმისა რომ ვალენტინობის დღესასწაული თითქმის მთელს მსოფლიოში ვრცელდება, არსებობს ადგილები სადაც ამ დღესასწაულის აღნიშვნა კანონით არის კარძალული და ეს მუსულმანური ქვეყნებია.
სიყვარულის დღის მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ზოგი თვლის რომ სისულელეა, ზოგიც იმას ამბობს, რომ ერთი დღე არ კმარა და წელიწადის ყველა დღე სიყვარულისაა, ზოგიც დიდი სიამოვნებით აღნიშნავს და ცდილობს საყვარელ ადამიანს განსაკუთრებულად ასიამოვნოს ამ დღესასწაულზე.
როგორც არ უნდა იყოს, არასოდესაა ზედმეტი ისეთი დღეები, როდესაც თავი ოდნავ მეტად უნდა შეიწუხო და საყვარელ ადამიანს ბევრი , ბევრი, ბევრი სიხარული მიანიჭო.

No comments:

Post a Comment