Monday, December 10, 2012

აღდგომა


აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება,ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. აღდგომაჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 15 აპრილს ულოცავენ ერთმანეთს.
იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა.
მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: “მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: “აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.
აღდგომაიესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.
აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება. მათ შორის არის კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.
ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ დღისთვის გამომცხვარი პასქა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს: “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”.


როგორ ზეიმობენ აღდგომის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში

პოლონეთი
ვინ წარმოიდგენდა რომ პოლონეთში აღდგომის მეორე დღეს ერთმანეთს ასხავენ წყალს :)
აღდგომას კი აუცილებლად ზეიმობენ ოჯახის გარემოცვაში მშობლების სახლში.
პოლონეთში სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ პირშუშხას. ეს არის თითქოსდა შეხსენება იესოს ტკივილების შესახებ, რომელსაც მიირთმევენ პოლონურ ტრადიციულ კერძთან „ბიგისო“ -ხორცი რომელიც მოთავსებულია პურში.  აცხობენ აგრეთვე პასკას, რომელსაც  ეძახიან „ბაბკას“ და სააღგომო ნამცხვარს „მაზურკას“ მორთულს ცუკატებით.

საფრანგეთი
ფრანგების აუცილებელ სააღდგმო საჩუქარს წარმოადგენს წითელი კვერცხი. ფრანგებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კვერცხის გატეხვაში.
აღდგომის აღნიშვნას საფრანგეთში ერთვის განსაკუთრებული ფრანგული მომხიბვლეობა. ზარები წარმოადგენენ საფრანგეთში საყოველთაო სიხარულისა და დღესასწაულის  სააღდგომო სიმბოლოს. აღდგომის დღეს ყველაგან ისმის ზარების რეკვა.
საინტერესოა კიდევ ორი სააღდგომო ტრადიცია: მშობლები მალავენ ხეებზე  ბუდეებს შოკოლადის კვერცხებით, შვილები კი ეძებენ მათ. შოკოლადის ხურდა ფული- საფრანგეთში მას ჩუქნიან ყველას როგორც სიმბოლო  აღდგომის შემდეგ ყოველგვარი ფულადი გაჭირვების დასასრულისა.
 
ბელგია, ნიდერლანდები
ამ ქვეყნებში სააღდგომოდ მართავენ კვერცხების გუნდურ  მტვრევას. წინასწარ გამზადებულ კვერცხებს ღებავენ წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებში. სიგნალის შემდეგ გუნდები უახლოვდებიან ერთმანეთს და მიაქვთ დარტყმა მოწინააღმდეგის კვერცხზე. გამარჯვებულს რჩება კვერცხი.
 
გერმანია
გერმანიაში აღდგომის წინა დღეებში - პარასკევს და შაბათს არ მუშაობენ. შაბათს საღამოს ინთება დიდი სააღდგომო კოცონი, როგორც ზამთრის დასასრულისა და ყველა ცუდი გრძნობების ცეცხლისთვის მიცემის სიმბოლო.
მთავარი სააღდგომო პერსონაჟი გერმანიაში არის კურდღელი, რომელსაც ტრადიციის თანახმად მოაქვს სახლში შეღებილი კვერცხები.
მშობლები აღდგომის წინა ღამეს მალავენ კალათებს სააღდგომო კვერცხებით, ტკბილეულითა და საჩუქრებით. დილით საუზმის შემდეგ კი მათ ეძებენ ბავშვები, რაც სადღესასწაულო დღის ერთერთი ყველაზე მხიარული მომენტია.
 
იტალია
ტემპერამენტიანი იტალიელები განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან სახლის სისუფთავეს- საახალწლოდ ისინი ფანჯრებიდან აგდებენ ყველაფერს ძველს. აღდგომაც ასევე წარმოადგენს საბაბს გრანდიოზული დასუფთავებისთვის. აღდგომის დღეს კი იშლება ხვავიანი სადღესასწაულო სუფრა, რომელსაც აუცილებლად ამშვენებს სააღდგომო ღვეზელი „კოლომბუ“ რომელსაც აქვს მტრედის ფორმა.
 
ინგლისი
ინგლისში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ ბავშვები, რომლებსაც ამ დროს წილად ხვდებათ 2 კვირიანი არდადეგები. სკოლებში და საბავშვო ბაღებში აღდგომისთვის მომზადება იწყება დიდი ხნით ადრე. ბავშვები აფერადებნ სააღდგომო კვერცხებს, რთავენ მათ ბისერებით, გოფრირებული ფერადი ქაღალდებით, აბრეშუმით. ყოველი კვერცხი წარმოადგენს ნამდვილად ხელოვნების ნიმუშს, რომელსაც ბავშვები საჩუქრად უმზადებენ მშობლებს.
სააღდგომოდ ყველა საკონდიტროები და შოკოლადის ფაბრიკები ამზადებენ უზარმაზარი ასორტიმენტის შოკოლადის კვერცხებს. აღდგომა ინგლისში ეს არის შოკოლადის დღესასწაული.
სახლში კი სააღდგომოდ ამზადებენ სააღდგომო პუდინგის და ღვეზელს. ასევე ყველა ოჯახში ცხვება  საფუარზე მომზადებული სააღდგომო ფუნთუშები ცუკატებით. ფუნთუშაზე კი აუცილებალად გამოსახავენ ჯვარს.
 
 ჩეხეთი
სააღდგომოდ ჩეხეთში სეირნობისას ახალგაზრდა გოგონებს ემუქრებად ცემა ბზის ტოტებით!
რა თქმა უნდა ეს მხოლოდ თამაშია :) და ცემაც მხოლოდ სიმბოლურია. ტრადიციის თანახმად ითვლება, რომ ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ლამაზდება და ხდება ბევრად მომხიბვლელი.


ბულგარეთი
ბულგარელების ტრადიციით სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს დიდი სააღდგომო პური გარშემო მორთული შეღებილი კვერცხებით. ქართველების მსგავსად ბულგარელებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს სააღდგომო კვერცხის გატეხვაში.
 
შვედეთი
სააღდგომოდ შვედეთის მაცხოვრებლები რთვენ სახლებს სააღდგომო  ყვავილების ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის თაიგულებით. ნებისმიერ სახლში სააღდგომოდ ნახავთ ფერადი ბუმბულებით მორთულ პატარა ყვითელ წიწილებს. სააღდგომო კვერცხებს კი შვედები ამზადებენ მუყაოსგან და დებენ მასში დიდ ლამაზ კანფეტს.
 
ამერიკა
ამერიკაში სააღდგომოდ ძალზე პოპულარულია კვერცხების გორაობა დაქანებულ გაზონზე. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ გააგორებს საკუთარ კვერცხს ყველაზე შორს და შეფერხებების გარეშე.
ტრადიციული ამერიკული სააღდგომო სადილია: ლორი ანანასებით, კარტოფილი, ბოსტნეულისა და ხილის სალათი.
აღდგომის დღეს ადრე დილით ბავშვები ღებულობენ ფერადი კვერცხებით და კანფეტებით სავსე კალათებს „სააღდგომო კურდღლისგან“.


ისლანდია
ისლანდიელებს ახასიათებთ დიდი მოწიწება ტრადიციების მიმართ. ყველაზე ტრადიციული სააღდგომო საჩუქარი ისლანდიაში არის შეღებელი კვერცხები, რომლებსაც ალამაზებს პატარა ყვითელი წიწილა. წიწილა არის სიმბოლო განახლებული, ახალი ცხოვრების. სასაჩუქრე კვერცხს ერთვის მისალოცი ბარათისპეციალურად შერჩეული ფრთიანი ფრაზით, რომელიც ამხიარულებს ზოგჯერ კი ჩააფიქრებს კიდეც ცხოვრებაზე.

საბერძნეთი
საბერძნეთში სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ტკბილ  პურს, ცხვრის ხორცს  მწვანე სალათის გარნირით. პურს რთავენ შეღებილი კვერცხებით. სპეციალური სააღდგომო დესერტია აგრეთვე ტკბილი ფილოს (თხელი ფენოვანი ცომი) ღვეზელი ნიგვზით და გვირგვინის ფორმის ორცხობილები.

ფილიპინები
ფილიპინებზე ბავშვებს აუცილებლად აღვიძებენ შუაღამეზე, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ სააღდგომო ტრაპეზაში. რადგანაც ძველი ტრადიციით ვინც არ დაესწრება სააღდგომო ტრაპეზას შეიძლება დაკარგოს სმენა.

ავსტრალია
ავსტრალიაში  პოპულარულია შოკოლადის და შაქრის სააღდგომო კვერცხები.  განსაკუთრებით კი შოკოლადის ბაჭიები- biby. ავსტრალიელების სააღდგომო სადღესასწაულო მენიუ შედგება შემწვარი ცხვრის , ძროხის ან ქათმის ხორცისგან ბოსტნეულით. დესერტზე კი ტრადიციული ავსტრალიული ნუგბარი- ბეზეს ტორტი მორთული მარწყვით, ანანასით და მანდარინით.
სააღდგომო დილას ეკლესიაში წასვლამდე ავსტრალიელები ტრადიციულად მიირთმევენ ტკბილ ფუნთუშებს.

 

No comments:

Post a Comment