Monday, December 10, 2012

ვალენტინობა


14 თებერვალი, ვალენტინობა


  • 13
     
  •  

ვალენტინის დღის აღნიშვნა სათავეს იღებს ძველი რომიდან
ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი [სწორედ მისი მეტსახელი იყო - ლუპერკი] ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. მაშინაც კი როდესაც ქრსიტიანობა ცნეს კიდევ დიდხანს აღნიშნავდნენ იმ ადგილას, სადაც ლეგენდის თანახმად მგელმა გამოკვება რომის დამაარსებლები რომულა და რემა მიდიოდნენ ამ წმინდა ადგილას და აღასრულებდნენ წესებს ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia – ს დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს მოსდევდნენ და ცემდნენ. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ, ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო, საგანგაშო იმდენად, რომ ქალები ასეთ აღვირახსნილ დღეს ყოველივეს ითმენდნენ, რადგან ოჯახები, რომლებსაც არ ყავდათ შვილები ან ცოტა შვილი ყავდათ დაწყვევლილებად ითვლებოდნენ. დღესასწაულის ბოლოდ კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ.
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა. და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი მიიჩნევდა ამ დღეს სიყვარულის დღედ.
წმინდა ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს

წმინდა ვალენტინის დღის მისალოცი ბარათი, 1910 წელი
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს” ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს
მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

სიყვარულის დღე მსოფლიოს იპყრობს

14 თებერვალი მსოფლიო მასშტაბით შეყვარებული წყვილებისა და სიყვარულის დღედ მოიხსენება. დაზუსტებით არავინ იცის სად აიღო სათავე ამ დღესასწაულმა და როგორ გაჩნდა იგი, თუმცა ბევრი ვერსიები არსებობს ამის შესახებ.
მთავარი ამ დღესასწაულში მაინც ისტორია კი არა, აღნიშვნა და კიდევ ერთი მიზეზია ძვირფასი ადამიანისათვის სიხარულის მისანიჭებლად.
თაიგული
სხვადასხვა ქვეყნებში სიყვარულის ”აღნიშვნის” ტრადიცია სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა, მოდით რამოდენიმე ასეთი საინტერესო წეს-ჩვეულება განვიხილოთ.

♥ იაპონია ♥

იაპონიაში ვალენტინობის დღესასწაულს მხოლოდ მამაკაცებს ულოცავენ. ქალები ცდილობენ რაც შეიძლება საინტერესო საჩუქარი და სიურპირიზი მოამზადონ საყვარელი კაცებისათვის.  ძირითადი საჩუქარი ამ დღეს შოკოლადის ფიგურები აქვთ წმინდა ვალენტინის გამოსახულებით.  ითვლება რომ მხოლოდ ამ დღეს შეუძლია ქალს გამოუტყდეს მამაკაცს სიყვარულში ისე, რომ არ ავნოს საკუთარ რეპუტაციას.
ზუსტად ერთი თვის თავზე ანუ 14 მარტს იაპონელი მამაკაცები ”ვალს აბრუნებენ”. ისინი ულოცავენ ქალებს სიყვარულის დღეს , უკეთებენ საჩუქრებს და ცდილობენ ასიამოვნონ მათ.

♥ ინგლისი ♥

არც ისე დიდი ხანია რაც ინგლისში ახლებული ტრადიცია ჩამოყალიბდა. ყოველ ვალენტინობას მეგობრების წრეში ლამაზ ბარათებზე წერენ ერთმანეთის სახელებს , შემდეგ ამ ბარათებს ათავსებენ ყუთში და მორიგეობით იღებენ. ის ვინც შეხვდებათ მთელი წელი მათი ”ვალენტინი” ან ”ვალენტინა” იქნება,ისინი კი სულ უნდა ეცადონ ასიამოვნონ და ლამაზი სუვენირები აჩუქონ. ამით იხანგრძლივებენ დღესასწაულით ტკბობას და მთელს წელს საინტერესოდ ატარებენ.
ვალენტინობის ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ხის პატარა კოვზებია, სხვადასხვანაირი ორნამენტებით – მათ სიყვარულის კოვზებს უწოდებენ.

♥ ამერიკა ♥

19 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში შაქარი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი საჩუქარი მარციპანის ფიგურები გალხდათ. ამ ფიგურებსა და სხვა სახის კამფეტებს აუცილებლად გულის ფორმის ყუთში ალაგებდნენ. ვალენტინობის დღის ფერები თეთრი და წითელი გახლდათ (ვნების სიძლიერისა და წრფელი სიყვარულის ნიშნად).
დღესდღეობით ამერიკაში ვალენტინობის აღნიშვნის ტრადიცია დამოკიდებულია შტატზე. თუ წყვილი ატლანტასა და ნიუ იორკში ხვდება, მაშინ გოგოს შეუძლია პირველმა გაუკეთოს ბიჭს ქორწინების შეთავაზება და ამ დროს კაცის მხრიდან უარი დაუშვებელია.

♥ გერმანია ♥

გერმანელებს სიყვარულისადმი ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვთ – ისინი თვლიან სიყვარულს მსუბუქ სიგიჟედ, ამიტომ ამ დღეს წითელი ლენტებითა და ბუშტებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს რთავენ, ეკლესიაში კი სპეციალური ღვთისმსახურება აღევლინება.

♥ საფრანგეთი ♥

ფრანგებთან ვალენტინობის დღესასწაულზე მხოლოდ ძვირფასი სამკაულები ითვლება სრულფასოვან საჩუქრად , ამასთანავე მათი მოგონილია მისალოცი ბარათებით 4 ტაეპიანი ლექსების მიძღვნაც.

♥ დანია ♥

დანიელები მეტად რომანტიული და თბილი ხალხია, ამიტომ მათთან საუკეთესო საჩუქრად საკუთარი ხელით გაკეთებული თაიგული ითვლება, რომელიც მანამდე სპეციალური ხერხით არის გამხმარი და შეკრული.

♥ იტალია ♥

იტალიელები თვლიან რომ ამ დღეს საუკეთესო საჩუქარი ტკბილეულობაა და ვალენტინობას ”ტკბილ დღეს”-აც უწოდებენ.  ასევე მათთვის მნიშვნელოვანია ვარდისფერ კონვერტში მოთავსებული სასიყვარულო წერილების გაგზავნა ფოსტით.
ტრადიციული სასაჩუქრე ყუთი
მიუხედავად იმისა რომ ვალენტინობის დღესასწაული თითქმის მთელს მსოფლიოში ვრცელდება, არსებობს ადგილები სადაც ამ დღესასწაულის აღნიშვნა კანონით არის კარძალული და ეს მუსულმანური ქვეყნებია.
სიყვარულის დღის მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ზოგი თვლის რომ სისულელეა, ზოგიც იმას ამბობს, რომ ერთი დღე არ კმარა და წელიწადის ყველა დღე სიყვარულისაა, ზოგიც დიდი სიამოვნებით აღნიშნავს და ცდილობს საყვარელ ადამიანს განსაკუთრებულად ასიამოვნოს ამ დღესასწაულზე.
როგორც არ უნდა იყოს, არასოდესაა ზედმეტი ისეთი დღეები, როდესაც თავი ოდნავ მეტად უნდა შეიწუხო და საყვარელ ადამიანს ბევრი , ბევრი, ბევრი სიხარული მიანიჭო.

მარიამობა


მარიამობა — ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებულიმართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოსიერუსალიმის,საქართველოსრუსეთისსერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუახალი სტილით 28 აგვისტოსმართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებსრომის კათოლიკური ეკლესიაელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლამიდედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახალი სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.


ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ
 წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი. იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: „ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!“. იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა: „მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თჳსა“ (იოან. 19: 25–27). ამის შემდეგ „საქმე მოციქულთა“ გვაუწყებს, რომ ღვთისმშობელი ლოცულობდამოციქულებთან ერთად (საქმ. 1: 14) და სულთმოფენობის დღეს, მათთან ერთად მიიღო სულიწმიდას ნიჭი (საქმ. 2: 1–14).ახალი აღთქმის ისტორია

საეკლესიო გადმოცემა [

ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის (აგრიპა I) მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა.
ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.
მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. ისეო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.[1]

დაკრძალვა და შემდგომი სასწაულები [რედაქტირება]

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდანგეთსიმანიაში გადაასვენეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.[2]

ღვთისმშობლის ასაკი გარდაცვალების დროს [რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენე გადმოგვცემენ. მათ ეთანხმებიან წმ. ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მარიამმა სიბერემდე იცოცხლა. ამავე აზრს იზიარებენ სხვა მკვლევრებიც.[3]

მიძინების დღესასწაულის დაარსება და შემდგომი ტრადიცია [რედაქტირება]

ზუსტად უცნობია, თუ როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.
წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამათგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტოსს ეკუთვნის.
ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტოსის (გ. დაახ. 1350) ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის (დაახ. 539—602) მეფობის დროს, 582წელს დაწესებულა, მაგრამ უფრო საფიქრებელია, რომ მავრიკიოსის დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა. ამ ცნობის მიხედვით, 595 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნა დაწესდა 15 აგვისტოს, ამ დღეს მავრიკის სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.
შემორჩენილია მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საეკლესიო საგალობელი. ამავე დღესასწაულს ეძღვნება საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VIII ს.) და იოანე დამასკელს (VII–VIII სს.) მიეკუთვნება.[4]

მარიამობის მარხვა

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.
მარიამობის მარხვა 1 (ახ. სტ.14) აგვისტოდან იწყება და 15 (ახ. სტ. 28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.
ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონშიმარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.
როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიისტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის მარხვით საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. ანასტასი კესარიელის ცნობით, მარიამობის მარხვა საყოველთაო მარხვად დაახლოებით ლეონ ფილოსოფოსის მეფობის (886–912) დროს დაწესებულა, ანუ მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანე VI–სა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ანტიოქიის ცნობილი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (1193—1199) სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.
რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა (1157—1170) ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (ახ. სტ. 15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (ახ. სტ. 28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.[5]


აღდგომა


აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება,ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. აღდგომაჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 15 აპრილს ულოცავენ ერთმანეთს.
იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა.
მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: “მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: “აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.
აღდგომაიესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.
აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება. მათ შორის არის კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.
ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ დღისთვის გამომცხვარი პასქა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს: “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”.


როგორ ზეიმობენ აღდგომის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში

პოლონეთი
ვინ წარმოიდგენდა რომ პოლონეთში აღდგომის მეორე დღეს ერთმანეთს ასხავენ წყალს :)
აღდგომას კი აუცილებლად ზეიმობენ ოჯახის გარემოცვაში მშობლების სახლში.
პოლონეთში სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ პირშუშხას. ეს არის თითქოსდა შეხსენება იესოს ტკივილების შესახებ, რომელსაც მიირთმევენ პოლონურ ტრადიციულ კერძთან „ბიგისო“ -ხორცი რომელიც მოთავსებულია პურში.  აცხობენ აგრეთვე პასკას, რომელსაც  ეძახიან „ბაბკას“ და სააღგომო ნამცხვარს „მაზურკას“ მორთულს ცუკატებით.

საფრანგეთი
ფრანგების აუცილებელ სააღდგმო საჩუქარს წარმოადგენს წითელი კვერცხი. ფრანგებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კვერცხის გატეხვაში.
აღდგომის აღნიშვნას საფრანგეთში ერთვის განსაკუთრებული ფრანგული მომხიბვლეობა. ზარები წარმოადგენენ საფრანგეთში საყოველთაო სიხარულისა და დღესასწაულის  სააღდგომო სიმბოლოს. აღდგომის დღეს ყველაგან ისმის ზარების რეკვა.
საინტერესოა კიდევ ორი სააღდგომო ტრადიცია: მშობლები მალავენ ხეებზე  ბუდეებს შოკოლადის კვერცხებით, შვილები კი ეძებენ მათ. შოკოლადის ხურდა ფული- საფრანგეთში მას ჩუქნიან ყველას როგორც სიმბოლო  აღდგომის შემდეგ ყოველგვარი ფულადი გაჭირვების დასასრულისა.
 
ბელგია, ნიდერლანდები
ამ ქვეყნებში სააღდგომოდ მართავენ კვერცხების გუნდურ  მტვრევას. წინასწარ გამზადებულ კვერცხებს ღებავენ წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებში. სიგნალის შემდეგ გუნდები უახლოვდებიან ერთმანეთს და მიაქვთ დარტყმა მოწინააღმდეგის კვერცხზე. გამარჯვებულს რჩება კვერცხი.
 
გერმანია
გერმანიაში აღდგომის წინა დღეებში - პარასკევს და შაბათს არ მუშაობენ. შაბათს საღამოს ინთება დიდი სააღდგომო კოცონი, როგორც ზამთრის დასასრულისა და ყველა ცუდი გრძნობების ცეცხლისთვის მიცემის სიმბოლო.
მთავარი სააღდგომო პერსონაჟი გერმანიაში არის კურდღელი, რომელსაც ტრადიციის თანახმად მოაქვს სახლში შეღებილი კვერცხები.
მშობლები აღდგომის წინა ღამეს მალავენ კალათებს სააღდგომო კვერცხებით, ტკბილეულითა და საჩუქრებით. დილით საუზმის შემდეგ კი მათ ეძებენ ბავშვები, რაც სადღესასწაულო დღის ერთერთი ყველაზე მხიარული მომენტია.
 
იტალია
ტემპერამენტიანი იტალიელები განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან სახლის სისუფთავეს- საახალწლოდ ისინი ფანჯრებიდან აგდებენ ყველაფერს ძველს. აღდგომაც ასევე წარმოადგენს საბაბს გრანდიოზული დასუფთავებისთვის. აღდგომის დღეს კი იშლება ხვავიანი სადღესასწაულო სუფრა, რომელსაც აუცილებლად ამშვენებს სააღდგომო ღვეზელი „კოლომბუ“ რომელსაც აქვს მტრედის ფორმა.
 
ინგლისი
ინგლისში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ ბავშვები, რომლებსაც ამ დროს წილად ხვდებათ 2 კვირიანი არდადეგები. სკოლებში და საბავშვო ბაღებში აღდგომისთვის მომზადება იწყება დიდი ხნით ადრე. ბავშვები აფერადებნ სააღდგომო კვერცხებს, რთავენ მათ ბისერებით, გოფრირებული ფერადი ქაღალდებით, აბრეშუმით. ყოველი კვერცხი წარმოადგენს ნამდვილად ხელოვნების ნიმუშს, რომელსაც ბავშვები საჩუქრად უმზადებენ მშობლებს.
სააღდგომოდ ყველა საკონდიტროები და შოკოლადის ფაბრიკები ამზადებენ უზარმაზარი ასორტიმენტის შოკოლადის კვერცხებს. აღდგომა ინგლისში ეს არის შოკოლადის დღესასწაული.
სახლში კი სააღდგომოდ ამზადებენ სააღდგომო პუდინგის და ღვეზელს. ასევე ყველა ოჯახში ცხვება  საფუარზე მომზადებული სააღდგომო ფუნთუშები ცუკატებით. ფუნთუშაზე კი აუცილებალად გამოსახავენ ჯვარს.
 
 ჩეხეთი
სააღდგომოდ ჩეხეთში სეირნობისას ახალგაზრდა გოგონებს ემუქრებად ცემა ბზის ტოტებით!
რა თქმა უნდა ეს მხოლოდ თამაშია :) და ცემაც მხოლოდ სიმბოლურია. ტრადიციის თანახმად ითვლება, რომ ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ლამაზდება და ხდება ბევრად მომხიბვლელი.


ბულგარეთი
ბულგარელების ტრადიციით სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს დიდი სააღდგომო პური გარშემო მორთული შეღებილი კვერცხებით. ქართველების მსგავსად ბულგარელებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს სააღდგომო კვერცხის გატეხვაში.
 
შვედეთი
სააღდგომოდ შვედეთის მაცხოვრებლები რთვენ სახლებს სააღდგომო  ყვავილების ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის თაიგულებით. ნებისმიერ სახლში სააღდგომოდ ნახავთ ფერადი ბუმბულებით მორთულ პატარა ყვითელ წიწილებს. სააღდგომო კვერცხებს კი შვედები ამზადებენ მუყაოსგან და დებენ მასში დიდ ლამაზ კანფეტს.
 
ამერიკა
ამერიკაში სააღდგომოდ ძალზე პოპულარულია კვერცხების გორაობა დაქანებულ გაზონზე. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ გააგორებს საკუთარ კვერცხს ყველაზე შორს და შეფერხებების გარეშე.
ტრადიციული ამერიკული სააღდგომო სადილია: ლორი ანანასებით, კარტოფილი, ბოსტნეულისა და ხილის სალათი.
აღდგომის დღეს ადრე დილით ბავშვები ღებულობენ ფერადი კვერცხებით და კანფეტებით სავსე კალათებს „სააღდგომო კურდღლისგან“.


ისლანდია
ისლანდიელებს ახასიათებთ დიდი მოწიწება ტრადიციების მიმართ. ყველაზე ტრადიციული სააღდგომო საჩუქარი ისლანდიაში არის შეღებელი კვერცხები, რომლებსაც ალამაზებს პატარა ყვითელი წიწილა. წიწილა არის სიმბოლო განახლებული, ახალი ცხოვრების. სასაჩუქრე კვერცხს ერთვის მისალოცი ბარათისპეციალურად შერჩეული ფრთიანი ფრაზით, რომელიც ამხიარულებს ზოგჯერ კი ჩააფიქრებს კიდეც ცხოვრებაზე.

საბერძნეთი
საბერძნეთში სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ტკბილ  პურს, ცხვრის ხორცს  მწვანე სალათის გარნირით. პურს რთავენ შეღებილი კვერცხებით. სპეციალური სააღდგომო დესერტია აგრეთვე ტკბილი ფილოს (თხელი ფენოვანი ცომი) ღვეზელი ნიგვზით და გვირგვინის ფორმის ორცხობილები.

ფილიპინები
ფილიპინებზე ბავშვებს აუცილებლად აღვიძებენ შუაღამეზე, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ სააღდგომო ტრაპეზაში. რადგანაც ძველი ტრადიციით ვინც არ დაესწრება სააღდგომო ტრაპეზას შეიძლება დაკარგოს სმენა.

ავსტრალია
ავსტრალიაში  პოპულარულია შოკოლადის და შაქრის სააღდგომო კვერცხები.  განსაკუთრებით კი შოკოლადის ბაჭიები- biby. ავსტრალიელების სააღდგომო სადღესასწაულო მენიუ შედგება შემწვარი ცხვრის , ძროხის ან ქათმის ხორცისგან ბოსტნეულით. დესერტზე კი ტრადიციული ავსტრალიული ნუგბარი- ბეზეს ტორტი მორთული მარწყვით, ანანასით და მანდარინით.
სააღდგომო დილას ეკლესიაში წასვლამდე ავსტრალიელები ტრადიციულად მიირთმევენ ტკბილ ფუნთუშებს.